Monday, March 29, 2010

პროექტის გეგმა


პროექტის სახელი : მარცვლეული მცენარეები
პროექტის მოკლე აღწერა: ზოგიერთი მარცვლეული მცენარის ამოცნობა და დასახელება, დათესვა და მათზე დაკვირვება (მზესუმზირა, ლობიო, ხორბალი)
პროექტის სრული აღწერა
: მასწავლებლის კითხვები
ა) ხილისა და ბოსტნეულის გარდა, კიდევ თუ არის მცენარეები, რომლებსაც ადამიანები საკვებად იყენებენ?
ბ ) როგორ ფიქრობთ პური რისგან მზადდება?
პატარა მოთხრობის გაცნობა, რომელსაც თავად წავუკითხავ " მინდორში ." იმართება დისკუსია, რომელსაც მასწავლებელი წარმართავს კითხვებით : ა) რას გულისხმობდა ბებო, როცა ამბობდა, პური აქ არისო? ბ) რას გულისხმობდა ბებო, როცა ეუბნებოდა ხაჭაპურიც და ნამცხვრებიც აქ არისო? გ) ვინ იცის როგორ ამზადებენ ხორბლის მარცვლებისაგან პურს? დ) სხვა მარცვლეულ მცენარეებს თუ იცნობთ, რომლებსაც ადამიანები საკვებად იყენებენ?
მარცვლეული მცენარეების უკეთესად გასაცნობად ვუჩვენებ ხორბლის, ლობიოს, მზესუმზირას მარცვლებს, ჩამოთვლიან რა კერძები შეიძლება მომზადდეს მათი გამოყენებით, რა სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისათვის.
გავაცნობ ინტერნეტით მოძიებულ ინფორმაციას და ვუჩვენებ სურათებს.
მონაწილეთა ასაკი: 8 წელი
ვადები/ხანგრძლივობა – ხანგრძლივი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგეფად . ეძლევათ დავალება დათესონ გამჭირვალე ქილებში მარცვლეული. უკეთებენ სათანადო წარწერას და ვთხოვ დააკვირდნენ როგორ გაიზრდება მცენარე, როგორ გაიდგამს ფესვებს, გაიკეთებს ღეროს, ფოთოლს, ყვავილს.
გარკვეული დროის მანძილზე მოსწავლეები ახდენენ დაკვირვებას და ამჩნევენ ცვლილებებს

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ბავშვები აკვირდებიან ფესვების გამოტანას, ზრდას.
არგებელი სხვებისთვის: მონაცემთა დახარისხება.
სამუშაო ენა: ქართული ენა
მონაწილეები სხვა სკოლიდან
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გაგმასთან კავშირი: ბუნებასთან, ხელოვნებასთან.
პროექტის ფასილიტატირი: დოდო მაზმიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: dodomazmishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: dodomazmishvili.blogspot.com